შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ორგანიზაციამ "მშობლები საქართველოს მომავლისთვის" მუშაობის ერთი წელი შეაჯამა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61950 
 20 მარტი 2019

არასამთავრობო ორგანიზაციამ "მშობლები საქართველოს მომავლისთვის"მუშაობის ერთი წელი შეაჯამა.

 

ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ეკატერინე საკანდელიძემ, იმ აქტივობებზე ისაუბრა, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ორგანიზაციაში. ჯამში 39 საქველმოქმედო აქტივობაა,მათ შორის - მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარების დახმარება,სოციალურად დაუცველთათვის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა, ასევე ორსულებისთვის სიმბოლური საჩუქრები და სხვა საქველმოქმედო აქტივობები.

 

იუბილეზე ეკატერინე საკანდელიძემ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავიანთი ორგანიზაციის სახელით წვლილი შეიტანა აღნიშნულ აქტივობებში, სერთიფიკატებიც გადასცა.

 

ლიკა კაკუშაძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია