შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21868 
 21 მარტი 2019
"ჩვენც ჩართული ვართ ამ პროცესებში და ბუნებრივია გაფიცვას შევუერთდებით", – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო საანიშვილმასოციალურმა მუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროში გაფიცვასთან დაკავშირებთ შესაბამისი განცხადება, დღეს, 21 მარტს შეიტანეს. მათი განმარტებით, ოჯახიდან ბავშვის განრიდების გარდა, არც ერთი კუთხით მუშაობას არ გააგრძელებენ.„სოციალურ მუშაკებს გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში დღეს შეგვაქვს განცხადება. გაფიცვა გამოიწვია იმან, რომ სოციალური მუშაკები ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტეთ, მთელი საქართველოს მაშტაბით, 25 მარტიდან გავიფიცოთ. ჩვენ გვქონდა 22- პუნქტიანი გეგმა და რადგან არც ერთი პუნქტი არ შეასრულეს, ამიტომ ვაპირებთ გაფიცვას“, - ამბობს სოცილაური მუშაკი სოფიო ბოლოკაძე.ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მუშაკები ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ ამის წერილი ჯანდაცვის სამინისტროში რვა თებერვალს შეიტანეს. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება