შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პეტრიაშვილი: “ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი!”

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 ოქტომბერი 2018

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ მეორედ მოგების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. პეტრიაშვილმა გამარჯვება შინდისის გმირებს მიუძღვნა. ასევე, მან ქართველ გულშემატკივრებს მიმართა.

“ეს ჩემთვის ძალიან ამაღლებული გრძნობაა და დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველისთვის. მინდა, ჩემს გულშემატკივრებს, ქართველებს ვუთხრა: ჩემი გამარჯვება ყოველთვის ეკუთვნის ჩემ სამშობლოს, ჩემ საქართველოსა და ჩვენ ქართველ გმირებს. ამ გამარჯვებას შინდისის გმირებს ვუძღვნი, იმ მეომრებს, რომლებმაც ჩვენს სამშობლოს თავი შესწირეს. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ჩვენს სამშობლოს, რომ მე ვარ ქართველი და ყოველთვის ვიბრძვი ჩემი ქვეყნის გამარჯვებისთვის”, – განაცხადა მსიფლიოჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია