შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" ბატონო ირაკლი, ძალიან მეიმედები, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ"- სოსო ჯაჭვლიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37058 
 21 მარტი 2019

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის არ აპირებს "ქართული ოცნების" დატოვებას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. ამავე ინტერვიუში მან ღარიბაშვილს მიმართა და რჩევა მისცა.

"არსად წასვლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდა. მინდა მას მივმართო: ბატონო ირაკლი, ძალიან მეიმედები, გვერდით მდგომები კარგად შეარჩიეთ. ისეთი ხალხი დაიყენეთ გვერდით, თავის ნამოქმედარზე პასუხისმგებლობას რომ აიღებს, ისეთი ხალხი შეარჩიეთ, მოსმენა რომ შეუძლია, წესიერი ბიოგრაფია რომ ექნება. მე ერთი დღით თქვენზე უფროსი ვარ. ბევრი ვისწავლე თქვენგან და მოკრძალებულად გეტყვით: ცუდი ხმები მოაქვთ თქვენთან ვიღაც-ვიღაცებზე. ნუ დაუჯერებთ. თავად შეამოწმეთ. ავტორიტეტები გაუშვით ხალხში და ვინმე გააყოლეთ, თვითონ რომ არ იცოდეს, ისე. ხალხი როგორც დაელაპარაკება, ისეთი", – განაცხადა "საერთო გაზეთთან" სოსო ჯაჭვლიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია