შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილი სნობია" - გია ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37068 
 21 მარტი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ, პროტოკოლთან დაკავშირებით, გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს და თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტიო სნობია.

„2020NEWS-სთან“ საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ სნობური მიდგომაა პრეზიდენტის განცხადება, რომ სტუდიაში სტუმრად არ უნდა მივიდეს. "თურმე ეტიკეტის ნორმა ყოფილა, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს სტუდიაში და შესაბამისად პირდაპირ ეთერში არ უნდა გამოდიოდეს. მე არ ვიცი, რომელი ეტიკეტის ნორმებით სარგებლობს, განსაკუთრებით ჩვენი კონსტიტუციის პირობებში, როდესაც პრეზიდენტი, ფაქტობრივად ნომინალური ფიგურაა და ის არ არის სახლმწიფოს მმართველი. აქედან გამომდინარე ეს აბსოლუტურად სნობური მიდგომაა და საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო და ეს განცხადება პრეზიდენტის ხასიათს უსვამს ხაზს ნეგატიურ ჭრილში" განაცხადა ხუხაშვილმა.
 
ხუხაშვილის აზრით, ეტიკეტი სწორედაც რომ დაარღვია ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ვიზიტისას.
 
"ქურქთან დაკავშირებულ ისტორიას ირონიით შევხედავდი. აქ, საკუთრივ, ქურქში კი არ არის საქმე. თვითონ შეხედოს იმ ფოტოს, სადაც ის და გრიბაუსკაიტე ერთად დგანან. მოსწონს თავისი თავი? ის საკმაოდ ლამაზი ქალბატონია და ყველანაირი საშუალება აქვს, შესაფერისად გამოიყურებოდეს. ქურქზე კი არ არის საქმე, კონტრასტულია ძალიან, როგორ გამოიყურება გრიბაუსკაიტე და როგორ გამოიყურება თვითონ. როდესაც ის, სტუდიაში მისვლასთან დაკავშირებით, ეტიკეტზე და პროტოკოლზე გვესაუბრება, ეტიკეტზე თუ საუბრობს, ის გარდერობსაც ეხება და ის არ იყო სახელმწიფოს მეთაურის გარდერობი, რაც ჩვენ ვიხილეთ. პირდაპირ გეტყვით, კონტრასტი იყო ძალიან დამთრგუნველი. კი, ბატონო, ეს არ არის კატასტროფა და შეიძლება ითქვას, ამას ჩვენ შეიძლება დიდი კუდები არ გამოვაბათ, მაგრამ ჯიუტად გვეუბნება, ყველაფერი მშვენივრად იყოო და თურმე ეტიკეტის ნორმა ყოფილა, რომ სტუდიაში არ მივიდეს. ინტერვიუს დროს, მაგალითად, ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მომეწონა. შე კარგი დედმამიშვილო, ასე რომ გეფიქრა ჩაცმულობაზე, ლიეტუვაში რომ მიდიოდი სტუმრად, წითელ ხალიჩაზე რომ დგებოდი, არ შეიძლებოდა?" ამბობს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, 19 მარტს "ტვ პირველის" ეთერში პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ გავიდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია