შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზუგდიდში ვიცხოვრებ, ჯერ სახლს ვერ ვიყიდი, რადგან ივანიშვილი წაგვართმევს"- სანდრა რულოვსი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37101 
 22 მარტი 2019

ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მერობის კანდიდატი ზუგდიდში სანდრა რულოვსი იქნება.რულოვსი გეგმავს ზუგდიდში გადავიდეს საცხოვრებლად:

"მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად, შეიძლება, ჯერ სახლი ვერ ვიყიდო, იმიტომ, რომ ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ მერე, როცა ის წავა, აუცილებლად სახლსაც ვიყიდი და ზუგდიდი იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი.

დარწმუნებული ვარ, როგორც 2016-ში, ზუგდიდში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მე მექნება და როგორც არასდროს, ვარ ძალიან მონდომებული, რომ მოვიპოვოთ ზუგდიდის მოსახლეობის მხარდაჭერა და ამ ხალხზე მართლა უკვე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა.

იქნება ასეთი პატიოსანი კუნძული მთელ საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ."

"ტაბულა"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია