შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37106 
 22 მარტი 2019

ლანჩხუთში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო.

ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშოებს შპს "ნიკა" აწარმოებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 776 774 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

საფეხბურთო აკადემია დასავლეთ ზონაში ერთადერთი იქნება და ის 50-60 ბავშვს მოემსახურება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ აქვეა დაგეგმილი სტადიონის მშენებლობაც.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა