შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ ქირაობდნენ მიცვალებულისთვის მოტირალ ქალებს გურიაში

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37063 
 21 მარტი 2019

აპოლონ წულაძე-"ეთნოგრაფიული გურია"

ძველ დროს, ჩემს მახსოვრობამდე სცოდნიათ მოტირალის დაქირავება- დაქირავებული ქალები, ქალის მაგივრად იტირებდნენ, კაცი_კაცის მაგივრად. ზოგისთვის ეს პროფესიად გადაიქცა, მცირეოდენ გასამრჯელოს იღებდა და სხვის მიცვალებულს, სხვის მაგიერ ტიროდა და, ალბათ აქედან წარმოიშვა გურიაში დიდად გავრცელებული ანდაზისებური გამოთქმა ,,ყველას სატირალს ცენტერაძის მოლოზანი ტიროდაო’’... დროთა მსვლელობაში, სასამართლოების შემოღების  გავლენით დაქირავებული მოტირალი შესცვალა ვექილობით მოტირალი  ,,რწმუნებას- ვექილობას’’ რამდენიმე პირისაგან ღებულობდა. შეყვებოდა ზარს, იტირებდა ერთის მაგიერ, გამობრუნდებოდა და რამდენიმე ხნის შემდეგ_ მეორის ნაცვლად. თუ როგორ ეტირა. რა სიტყვები ეთქვა, ამის დავალებას აძლევდა მარწმუნებელი, ვექილიც დახელოვნებული იყო და თუ ახალს არ მიუმატებდა, შეალამაზებდა, არას მოაკლებდა... ზოგჯერ მის მაგივრად მოტირალს თვით უსმენდა და თუ ტირილი მოეწონებოდა ორშაურს,  აბაზს ზედმეტს აჩუქებდა. ვექილის გამოგზავნა იცოდა აგრეთვე ავადმყოფმაც, ან ისეთმა, რომელსაც არ ეხერხებოდა ტირილში მისვლა... ვექილი ტირილის დაწყების წინ აცხადებდა, თუ ვის მაგივრად ტირის, ვინ არის ,,მარწმუნებელი’’ მიცვალებულის ტირილის შემდეგ ჭირისუფალიც მარწუნებელის სახელით მიუსამძიმრებდა, თავის კლიენტს ბოდიშს მოუხდიდა, აღნიშნავდა თუ რა მიზეზით თითონ არ ტირის მისი მარწუნებელი.  

ვექილის ,,ნავექილევი’’ (გასამრჯელო) აბაზანიდან ათშაურამდე იყო. წინათ იცოდნენ აგრეთვე ჩამკიევლებელი ერთი  ან ორი-სამი ქალის დაქირავება და ტირილში თან წაიყვანდენ. ჩამკიევებელი მიყავდა ახლობელ ნათესავ-მოყვარეს, კივილ –ჩხივილი  იგივე შეცხადების მსგავსია, უსიტყვო. 

კივილით მოტირალი ხატავს თავის უსაზღვრო მწუხარებას. 

ეს არის, ასე ვთქვათ, პირველხარისხოვანი გლოვის გამომხატველი.ეს რომ ასეა, ამას ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ ყველა მიცვალებულს არ ,,იმცხადებენ’’ არ  კივიან.    

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა