შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შეუერთდება თუ არა გურია სოციალური მუშაკების გაფიცვას?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37071 
 21 მარტი 2019

შეუერთდება თუ არა გურია სოციალური მუშაკების გაფიცვას, რომელიც მომავალი კვირიდან დაიწყება და მათი განცხადებებით ურთულეს  სამუშაო პირობებს უკავშირდება.

"ყოველდღიურად იმდენი დავალება გვაქვს შესასრულებელი, რომ არსებული ადამიანური რესურსი არ გვყოფნის"-აცხადებენ სააგენტოს წარმომადგენლები. 

"გურიის მოამბის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გაფიცვას გურიიდან მხოლოდ სოლიდარობის მიზნით შეუერთდებიან, რადგან, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ადგილზე ირწმუნებიან, რომ ის ძირითადი პრობლემური  საკითხები, რაზეც სხვადასხვა რეგიონებს სამინისტროს მიმართ მოთხოვნა აქვთ, აქ მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. 

"ის პრობლემები რამაც შესაძლოა გაფიცვა განაპირობოს ჩვენთან მეტნაკლებად მოგვარებულია. ნაგალითად არ გვაქვს ტრანსპორტის პრობლემა, ასევე გვყავს საქმის მწარმოებელი, რომელიც ბევრ საკითხში გვეხმარება და გვიმარტივებს მუშაობას.აქედან გამომდინარე - რა თქმა უნდა პატივს ვცემთ კოლეგების იმ ნაწილის გადაწყვეტილება ვინც აქციას უერთდება - თუმცა ჩვენ ასეთი რადიკალური ზომებისაგან თავს ვიკავებთ"-გვითხრეს სააგენტოში.

ცნობისთვის: ორშაბათიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელი 5-საათიანი შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, თამარ ბარკალაიასთან უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და ამის შესახებ სამინისტროს უკვე აცნობეს.

ხუციშვილის თქმით, გაფიცვას მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალურ მუშაკთა აბსოლუტური უმრავლესობა უერთდება, როგორც ის ამბობს, გაფიცულები აცნობიერებენ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ბავშვებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით საკუთარი ვალდებულებების შესრულებას გააგრძელებენ.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა