შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პატარა სოფლის „დიდი გურული“-24 მარტს დუბაი საქართველოს ყურადღების ქვეშ განსაკუთრებულად მოექცევა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37081 
 21 მარტი 2019

სულ რამდენიმე დღე რჩება 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ცერემონიალამდე და არავინ იცის, 24 მარტს, წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელს დედამიწიდან შეგვატყობინებენ, კოსმოსიდან თუ კიდევ რაიმე ორიგინალურს და ექსკლუზიურს შემოგვთავაზებენ. თუმცა, სრულიად გამორჩეული და პომპეზური  დუბაის ცერემონიალის გარდა, ჩვენი ყურადღება ახლა გამარჯვებულის ვინაობისკენაა მიმართული, რადგან არც მეტი და არც ნაკლები ფინალისტი ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავაა.

ლადოს გამარჯვება როგორ გაახარებს მსოფლიოს ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოსთვის რომ მართლაც მნიშვნელოვანი წარმატება იქნება, ეს უდავოა. მთელი ქვეყანა ღელავს  და გულშემატკივრობს სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, თუმცა, გამორჩეულად, ალბათ, ჩიბათელები, რადგან პატარა სოფლის „დიდი გურული“,  24 მარტს, მსოფლიოს წინაშე სწორედ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებლის სახელით წარდგება.

"ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიას, სხვა დანარჩენ პროფესიებთან ერთად, აქვს  უნიკალური შესაძლებლობა –მასწავლებელს შეუძლია ბევრი რამ შეცვალოს სამყაროში უკეთესობისკენ. თუნდაც, რიგით მასწავლებელს.

"ჩემი დაუღალავი შრომით ჩემს მოსწავლეებს, მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბავშვებს – 8 ბიჭს – მომავლისთვის ვამზადებ, მეტიც, მათ მომავალი გამოწვევებისთვის ვამზადებ. ამიტომ მხოლოდ რჩევა-დარიგეგების მიცემა საკმარისი არ არის. მეც მათთან ერთად ვშრომობ – ვრეცხავ, ვბარავ, მცენარეებს ვრგავ, ბოსტანს ვუვლი. ყველაფერს ვაკეთებ, რადგან მინდა მათთვის ვიქცე როლურ მოდელად.  ასეთი შემთხვევაც გვქონდა, უფროსებმა გადავწყვიტეთ, მათთან ერთად წიგნები გვეკითხა. ვისხედით და ვკითხულობდით, ამით მაგალითის მიცემა გვინდოდა, გვინდოდა კითხვა შეგვეყვარებინა ამ ბიჭებისთვის.  ბავშვები ხშირად გვეუბნებოდნენ, ხომ არ სჯობია ერთად ფილმს ვუყუროთო. ჩვენ ვპასუხობდით: ბოდიში, ლუკა, მაგრამ წიგნის კითხვა სჯობს. სამი თვის განმავლობაში არ შემოგვიერთდნენ, მაგრამ მეოთხე თვეს ისეთი შედეგი მივიღეთ, რომ ახლა ბიჭებს ვეხვეწებით, რომ ღამე აღარ იკითხონ. სახლის ბიბლიოთეკა მთლიანად გადაიკითხეს. ასეთ შედეგს წინასწარ დაგეგმვა, ბევრი შრომა და დიდი მოთმინება სჭირდება და, რაც მთავარია, სტრატეგიულად მიდგომა. თუ გვინდა, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა მომავალ გამოწვევებს უპასუხონ, მასწავლებელმა ყველა ბავშვი უნდა აღიაროს და  პატარა გასაღები მოარგოს ინდივიდუალურად"-აცხადებს ლადო აფხაზავა "ახალიგანათლებისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

რაში დაიხარჯება მოგებული მილიონი – მოკლე გეგემა

არ ვიცი მოვიგებ თუ არა მილიონს, მაგრამ ვიცი, თუკი მოვიგებ, ის არ უნდა დაიხარჯოს სხვა რამისთვის, გარდა განათლებისა. თუ ვინმეს აქვს დაგეგმილი, რომ მოგების შემთხვევაში თანხა მთხოვოს პროექტისთვის, რომელიც განათლებას არ ეხება, ვერ დავაფინანსებ. უნდა გამიგონ, რადგან ჩემი პრიორიტეტი განათლების მიმართულება და მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზება იქნება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია