შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლაითურში ბოლქვაძეებს ხეები მოპარეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37089 
 22 მარტი 2019

"ჩვენო ოჯახის კუთვნილი სამი ხე მოჭრეს და მოიპარეს. პოლიციას დავუკავშირდი, დაიწყო გამოძიება, მაგრამ ჯერ არავინ არაა დაკავებული"-გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მცხოვრებმა, ქაზიმ ბოლქვაძემ, რომელიც "გურიის მოამბეს" მომხდარის დეტალებზე ესაუბრა. 

როგორც ის ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მათი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს ფლობენ, სადაც ტყე აქვს გაშენებული. 

ხეებს ხან ზამთრისთვის საშეშე მასალად იყენებენ, ხანაც სამშენებლოდ. 

გასულ თვეში ადგილზე მისულს ოთხი ხე მოჭრილი დახვდა, აქედან ორი ადგილიდან უკვე გატანილი იყო, ორიც წასაღებად გამზადებული: "ეს ადგილი ნატანების საზღვარზეა, ხშირად მივდივარ იქ და ვამოწმებ ჩემს კუთვნილ ტერიტორიებს. გასული თვის ბოლოს მივედი და ვნახე, რომ 4 ხე მოჭრილი იყო, აქედან 3 ევკალიპტია, ერთიც ნაძვი. ოტრო ევკალიპტი უკვე წაღებული იყო. დავურეკე პოლიციას და გამოძიება დაიწყეს. მას მერე, რამდენჯერ დავრეკავ, იძახიან გამოძიება მიმდინარეობსო. გუშინაც დავრეკე და ვიღაცის მანქანა ჩაცხრილეს და ახლა არ გვცალიაო, მითხრეს"-გვიყვება ქაზიმ ბოლქვაძე. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა