შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მთავარი პრობლემა ქვეყანაში ივანიშვილია"- ირაკლი ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37087 
 22 მარტი 2019

თვადცვის ყოფილი მინიტრის ირაკლი ოქრუასვილის განცხადებით ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებაა იმისთვის, თუ ვინ უფრო ახლოს დაიკავებს ადგილს ივანიშვილის გვერდით. მთავარი პრობლემა კი ქყევნაში ივანიშვილია

"„თავიდან ისმოდა შეფასება, თითქოს ადგილი ჰქონდა თაობებს შორის დაპირისპირებას. სინამდვილეში ეს სიცრუეა. „ქართულ ოცნებაში“ ხდება დაპირისპირება იმისთვის, თუ ვინ უფრო ახლოს დაიკავებს ადგილს ივანიშვილის გვერდით. ერთადერთი არ მინდა ჩრდილი მივაყენო ლევან გოგიჩაიშვილს, მის მიმართ მაქვს განსაკუთრებული პატივისცემა და მის ნაღვაწს არ მინდა ჩრდილი მივაყენო. დანარჩენი ყველაფერი არის ბუტაფორიული დაპირისპირება, რადგან კინკლაობენ იმისთვის, ვინ უფრო ახლოს იქნება ივანიშილთან. მთავარი პრობლემა სულ სხვა რამეშია და ამ პრობლემის სათავე არის ერთი ადამიანი - როგორც „ოცნებაში“ დაპირისპირების, ასევე ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემის. ამ ერთ ადამიანს ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. ამ ადამიანმა დაამტკიცა ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ეს ადამიანი მეშვიდე წელია ქვეყანაში აშენებს რაღაცას, რომელსაც ვერ გავარკვიე რა ჰქვია და აშენებს ტალახით, თან ფუნდამენტს არ უკეთებს და მერე უკვირთ ხოლმე, რატომ არის ასეთი რყევები სახელისუფლებო პარტიაში. ამ ადამიანმა ვერ შეძლო რაღაც პროექტის შექმნა, რომელიც დაანონსა. ვერც ტელევიზია გააკეთა, ვერც არასამთავრობო დააფუძნა, ვერც სახელისუფლებო პარტია შექმნა, ვერ შექმნა ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, ძველიც ვერ გააძლიერა. შესაბამისად, ამ ადამიანს არ გააჩნია გამოცდილება, სურვილი , შესაძლებლობა რაღაც პოზიტიური შექმნას“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა