შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილმა გონივრული სვლა გააკეთა, არჩევნების წინ ჩამოშორდა ოპოზიციას"- ზაქარეიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37094 
 22 მარტი 2019

"შუალედურ არჩევნებში მმართველ გუნდს გამარჯვება გაუჭირდება, რადგან მისი პოპულარობა კატასტროფულად ეცემა. "ოცნებისთვის" უკეთესი იქნება თავიდან აიცილოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოს. ოპოზციისთვის კი ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის" - აცხადებს შერიგების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშილი მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას.

"გამიკვირდა სააკაშვილისგან ასეთი ნაბიჯი, გონიერება ეყო და კარგი სვლა გააკეთა, არჩევნების წინ რომ ჩამოსცილდა ოპოზიციას და საშუალება მისცა უფრო მყარად გაერთიანდნენ და შეავიწროვონ "ოცნება". ვერც მმართველი გუნდი გააძლიერებს მომავალი არჩევნებისთვის ამ თემატიკას, სააკაშვილი რევანშს და რევოლუციას აწყობსო. სააკაშვილისგან დისტანცირებულ გაერთიანებულ ოპოზიციას მეტი შანსი აქვს ხმების მობილიზების და ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვტილებაა."- აცხადებს ზაქარეიშვილი.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია