შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება" - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37099 
 22 მარტი 2019

ირაკლი კობახიძის წნეხი, საერთოდ ტრაგიკომედია და პაროდიაა. როგორ წარმოგიდგენიათ კობახიძის წნეხი, ვინ არის კობახიძე?! კობახიძე ხომ სინამდვილეში, პოლიტიკური არარაობაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ამყოფებს, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანადგუნდელებს წნეხში და იგრძნობა თუ არა ეს წნეხი.

პოლიტოლოგმა მმართველ პარტიაში მაჟორიტარების როლზევ ისაუბრა, რომელთა შორის რამდენიმე 3-4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.
"კობახიძე არის უბრალოდ, ინსტრუმენრტი რომლის მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, ძალადობრივი აქტები ტარდება. მოდი, გადავხედოთ ეს რატომ არის ეფექტური?! ეფექტური იმიტომაა, რომ "ქართულ ოცნებას" რომ გადავხედოთ, ვინ არიან დღეს დარჩენილები?! ესენი არიან მაჟორიტარები, ანუ ადამიანები, რომელბიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით გადადიან, ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი ბოლომდე იქნებიან ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკა ხომ არ არის?! მათი 

ამოცანაა საკუთარი ბიზნესის "დაკრიშვა" პარლამენტში ყოფნით და ღილაკზე ხელის დაჭერით. ბოლოს გაირკვა, რომ 3-4 მოწვევის მაჟორიტარები სხედან იქ და თურმე, ისიც ვერ გაურკვევიათ, რა ფერის ღილაკს უნდა დააჭირონ. ესენი არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იქნებიან იქ. რა არის მეორე სეგმენტი? ესენი არიან უპერსპექტივოები, რომლებიც დიახ, წავიდოდნენ. კობახიძე ძალიან არ უყვართ, დარწმუნებული ვარ პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდებიან, რომ თავ-ყბა დაუნგრიონ, დარწმუნებული ვარ, რომ წავლენ, მაგრამ სად წავიდნენ?! მათ პოლიტიკური ფასი ამ ბაზარზე არ აქვთ, ეს ხალხი ვის რაში სჭირდება", - განაცხადა ხუხაშვილმა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია