შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ დუბაიში განათლების მინისტრი ჩავიდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37119 
 23 მარტი 2019

საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დუბაიში მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალურ დაჯილდოებაზე ლადო აფხაზავას საგულშემატკივროდ ჩავიდა.

„ძალიან გამიხარდა, ბატონი მიხეილის ჩამოსვლა. ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის. ფინალური შოუ ხვალ გაიმართება და გაირკვევა ვინ გახდება პლანეტის საუკეთესო მასწავლებელი" - უთხრა „პრაიმტაიმს" დუბაიში მყოფმა ქართველმა პედაგოგმა.

ცნობისთვის, დუბაიში ლადო აფხაზავას ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი საპატიო წოდებები მიანიჭეს.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია