შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თუ ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდს მოეფერება და დაამშვიდებს, წარმატება მოსალოდნელია"- ცისკარიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37122 
 23 მარტი 2019

შუალედურ არჩევნებზე ზუგდიდის მერის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიცია ყოფილი პირველი ლედის, სანდრა რულოვსის კანდიდატურის წარდგენას აპირებს, რასაც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დადებითად აფასებს და თვლის, რომ სანდრა რულოვსს გამარჯვების შანსი აქვს, თუმცა ეს მისი, როგორც პოლიტიკური ფიგურის სიძლიერის ხარჯზე არ მოხდება.

„ეს კანდიდატი ვინმე პირისგან რომ ყოფილიყო წარდგენილი, ეს არ იქნებოდა გამარჯვების წინაპირობა, მაგრამ, როცა გაერთიანებული ძალები ერთსულოვნად წარადგენენ ასეთ კანდიდატს, გადამწყვეტი იქნება მხოლოდ ამომრჩეველი და ამასთანავე, მისი გამარჯვება იქნება უფრო „მეოცნებეთა" მარცხის სურვილი, ვიდრე წარდგენილი პერსონის პოლიტიკური სიძლიერე", - აცხადებს ცისკარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით შესაძლებელია, რომ არჩევნებმა მშვიდ გარემოში არ ჩაიაროს.

„ეს იქნება პირველი ევროპული წარმოშობის ქალი მაღალ თანამდებობაზე ჩვენს ქვეყანაში. თუ ყოფილი პირველი ლედი ზუგდიდს მოეფერება და დაამშვიდებს, რა თქმა უნდა, წარმატება მოსალოდნელია. მეგრელები ძალიან მრავლისშემძლე ხალხია და ჩემი აზრით, მთავარია რა შეფასებას აძლევს ზუგდიდის მოსახლეობა დღევანდელ ხელისუფლებას. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ შედეგი მშვიდ რეალობაში დადგება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მისივე თქმით დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების" მხრიდან წარდგენილი კანდიდატი.

„ჩემთვის უცნობია ვის წარადგენს ამ არჩევნებში „ქართული ოცნება". მაშინ, როდესაც სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ „ქართული ოცნების" არც თუ ისე მცირე ნაწილი აღმოჩნდა რუსული ოცნების ცნობიერებით დატვირთული, ამასაც ექნება თავისი შედეგი და საინტერესოა ვის წარადგენენ - ქართულ თუ რუსულ მეოცნებეს, რომელთა რაოდენობაც იზრდება ჩვენს პარლამენტში.

„ზუგდიდი არ არის რაიმე სახის რუსული ქალაქი, ისინი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი წარსულის, დღევანდელობისა და მომავლის შესახებ ჩამოყალიბებულნი არიან. არანაირი მცდელობა იმისა, რომ ვინმემ ზუგდიდს შეაჩეჩოს მათთვის მიუღებელი პერსონა, ნამდვილად არ იქნება მისაღები ზუგდიდელებისთვის და ეს არჩევნები იქნება გამოცდა კანდიდატისთვისაც და ზუგდიდის მოსახლეობისთცისაც და დიდი ინტერესით დაველოდები შედეგს",- აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა