შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილს არაფრის თავი აღარ აქვს" - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37127 
 23 მარტი 2019

ქართულ პოლიტიკაში უახლოეს მომავალში ბევრ ცვლილებას ელოდებიან. ვრცელდება რამდენიმე ვერსია, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. პოლიტიკურ კულუარებში საუბრობენ იმაზეც, რომ თეთრმა სახლმა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარების გეგმა გამოუგზავნა. ამბობენ იმასაც, რომ პოლიტიკაში მოსვლას ბიზნესმენი ლევან ვასაძე გეგმავს.

ზოგი იმაზეც საუბრობს, რომ დავით მაღრაძის ინიციატივით საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" გაცოცხლება რეალურად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა და საერთოდ, მაღრაძე ოლიგარქის პროექტია. ამ ყველაფერზე "2020NEWS" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება:

დათო მაღრაძეს კარგად ვიცნობ. პრაქტიკურად დარწმუნებული ვარ და შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს. თუმცა, ამ ტიპის მოძრაობები ბუნებრივია, ირიბად საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენას ახდენენ და ამ მხრივ საინტერესოა მისი გააქტიურება. მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ დათო მაღრაძე პოლიტიკაში აღმოჩნდება და ის არის პოლიტიკური პროექტი. დათო მაღრაძე პოლიტიკურ პროექტებში, როგორც წესი, არ მონაწილეობს ხოლმე. მითუმეტეს ამ ასაკში, ადამინები არ იცვლებიან. არ მგონია, ახლა დაიწყოს პოლიტიკით ექსპერიმენტირება. რომ ამბობენ, ბესელიაც და მაღრაძეც ივანიშვილის პროექტიაო, არ მგონია, მართლი იყოს. მეჩვენება, რომ ივანიშვილს ამდენის თავი აღარ აქვს. სულ ტყუილად აბრალებენ, რომ რაღაც კომბინაციებს ალაგებს და რაღაც პროექტებს იწყებს. მე ვფიქრობ, დღეს მისი ერთადერთი საზრუნავი არის ძალაუფლების შენარჩუნება "ქართული ოცნების“ ნარჩენებთან ერთად.

ვისაც არ ეზარება, ყველა პოლიტიკაში მიდის. პირდაპირ გეტყვით, ირაკლი ოქრუაშვილის შანსებს ვერ ვხედავ. ყველა ადამიანს აქვს თავისი ბიოგრაფია და თავისი წარსული, რომლის წაშლაც ძნელია. ჩემი აზრით, წარსული კარგი პოლიტიკური სტარტის საშუალებას მას არ აძლევს.

ვადამდელ არჩევნებს არ ველოდები. ესენი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც დეპუტატის სავარძლის სიკეთეს ასე ადვილად დათმობენ. მართალია, "კნოპკების“ გარჩევა ვერ ისწავლეს, მაგრამ შეიძლება, ახლა პირობას დებენ და ამბობენ, 2020 წლამდე დრო გვჭირდება, რომ ვისწავლოთ იმის გარჩევა, მწვანე და წითელი ღილაკები სად არის, რომ გავერკვეთო.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია