შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილების სპირტის შავი ბიზნესი-სქემა, რომელშიც ასკანელი ძმების ღვინის ქარხანას იყენებენ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37128 
 23 მარტი 2019

ივანიშვილების სპირტის შავი ბიზნესი - Presa.ge-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სპირტის არალეგალური ბიზნესის სქემა გაშიფრეს. სქემის სათავეში ბიძინა ივანიშვილის ორი ძმა - ადიკო და ალექსანდრე ივანიშვილები, არიან.

სქემის მიხედვით ირკვევა, რომ მათ საქართველოში იაფი ხორბლის სპირტი შემოაქვთ, შემდეგ დოკუმენტაციას აყალბებენ და ქვეყნიდან ხორბლის სპირტი ღვინის სპირტის დასახელებით გადის, რაც უფრო ძვირია. მოგება მილიონობით ლარია.

Presa.ge-ის მტკიცებით, ამ სქემისთვის ძმები ივანიშვილები ძმები ასკანელებისდუგლაძეების და ბოლერო ენდ კომპანის ღვინის ქარხნებს იყენებენ.

 ღვინის ეროვნული სააგენტოდან ექსპორტზე გატანილი ღვინის და სპირტის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 2018 წელს საქართველოდან უცხოეთში 86 მილიონი ბოთლი ღვინო და 21 ათასი ტონა სპირტი გაიტანეს. 2018 წელს ქვეყანაში ყურძნის რეკორდული მოსავალი 230 ათასი ტონა იყო.

Presa.ge-ის გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ფოთის პორტის გავლით, ბიძინა ივანიშვილის ძმას - ადიკო ივანიშვილს, ხორბლის იაფფასიანი სპირტი შემოაქვს. მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით, დოკუმენტები იცვლება და ხორბლის სპირტი საქართველოდან საკონიაკე სპირტად გადის, მოგება კი დიდია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა