შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ჟურნალისტებს 2019 წელს დაგეგმილ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37559 
 23 მარტი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა კახეთის რეგიონში მომუშავე ადგილბრივი და ცენტრალური მედია ორგანიზაციების ჟურნალისტებს 2018 წელს განხორციელებული საქმიანობების და 2019 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როსტომ სესიაშვილის თქმით, გასულ წელთან შედარებით ყვარელში მეტი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება რომელიც როგორც კულტურის, ისე სპორტის და სოფლებში სხვა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული.

,,წლევანდელმა ბიუჯეტმა შეადგინა 7 მილიონი ლარი. ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება და სკვერების და მინი სტადიონების მოწყობა. წელს სოციალური მიმართულებით დაგეგმილია ნახევარ მილიონამდე ლარის დახარჯვა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს როგორც ერთჯერადი ფულადი დახმარების, ასევე წამლების და ოპერაციების მიმართულებით დაფინანსება.

სოციალური კუთხით მთლიანობაში სულ 13 მიმართულებაა დაფინანსებული. დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება მხოლოდ სოფლის დღესასწაულების და სპორტული ღონისძიებების დაფინანსების კომპონენტში, ასევე ჩატარდება ილიაობა.

ახალი წლისთვის და ილიაობის ჩასატარებლად ყვარლის მუნიციპალიტეტს აქვს განსვხავებული ფორმატი: შედგება კომისია, სადაც იქნებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩართული და მათთან თანამშრომლობით განისაზღვრება ფორმატი ღონისიებების და შემდეგ მოხდება დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა’’,- განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.

მისივე თქმით, წელს ყვარელში იგეგმება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

,,წელს გზების რეაბილიტაციის მიმართულებით მსხვილი პროექტები განხორციელდება.

ეს მოიცავს სასაფლაოებამდე მისასვლელი გზების, ასევე ჭიკაანში ორი დიდი ქუჩის, სოფელ შილდის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას, ასევე ახალსოფლის სპორტ-კომპლექსის აშენებას, რომლისთვისაც 2 მილიონ 100 000 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება ყვარელში ევროპული დონის სტადიონის მშენებლობას, მას მუნციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება და ეს დაახლოებით ზაფხულში უნდა დასრულდეს. მხოლოდ პროექტირების ღირებულება 170 000 ლარს შეადგენს და ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამშენებლო ნაწილში უფრო მოცულობითი იქნება სამშენებლო თანხა. გასული წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები იყო წყლის სისტების, გზების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, გასულ წელს შევეცადეთ სპორტული ღოისძიებები სოფლებში უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო.’’

როსტომ სესიაშვილის განმარტებით, წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით პროექტების განხორციელებაზე 4 მილიონ 700 000 ათასი ლარი დაიხარჯება. ის გასულ წელთან შედარებით 1 მილიონ 700 000 ლარით არის გაზრდილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია