შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილი აგრძელებს ქვეყნის ძარცვას და გვაახლოებს ქვეყნის აღსასრულს"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37140 
 24 მარტი 2019

„ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, გვაახლოებს საქართველოს განადგურებას და ქვეყნის აღსასრულს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.

„რა თქმა უნდა საქართველო დიდ განსაცდელშია. ყოველი დღე, როდესაც ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ძარცვას, ყოველი დღე გვაახლოებს... საქართველოს განადგურებასა და რეალურად ჩვენი ქვეყნის აღსასრულს. ამიტომ, მე ჩემს თავს ვეკითხები და თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავს უნდა ვკითხოთ, აი, დღეს რა გავაკეთე იმისათვის, რომ დღეს საქართველო გამოვისხნათ ივანიშვილის მარწუხებისგან“, განაცხადა სააკაშვილმა.

„ივანიშვილმა დახურა „დელტა“ და გახსნა ყანდაშვილის ტროლების ფაბრიკა“, აღნიშნა სააკაშვილმა იმ გაჩერებულ პროექტებზე საუბრისას, რომელიც თავისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო.

მან დაბეჯითებით თქვა, რომ უახლოეს მომავალში „ქვეყნის მართვა ჩამოერთმევა უწიგნურ, ურჩხულ ოლიგარქს“. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება