შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთი წელი და ხალხი კიდევ უფრო დაიმშება, დაჩაჩანაკდება"- კიზირია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37142 
 24 მარტი 2019

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:

„ამ ბოლო ხანებში სხვადასხვა მიზეზის გამო იშვიათად შემოვდივარ ფბ-ში. ეგებ ვცდები, მაგრამ ორიოდე დღის წინ წავიკითხე, ბორია ივანაშვილს უთქვამს, როგორც ყოველთვის, მისი დახვეწილი ქართულით - "ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ „ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუარესდა." ზუსტად ვიმეორებ მის სიტყვებს და სტილს. "ძალიან მძიმედ ვიყავი" განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ჩავიწერე კიდეც ეს მარგალიტი.

ამან მისი ელდისგან აჭრელებული სახე გამახსენა, როცა იხვეწებოდა, კიდევ ერთი წელი მაცალეთ და აგაშენებთო. რაღაც იგივე ქვეტექსტი იგრძნობოდა მის ამ უკანასკნელ სიტყვებში, მაგრამ ამჟამად, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ერთ წელიწადთან არა გვაქვს საქმე. აქ უკვე ნამდვილად მთელი მისი და მისი შთამომავლობის ცხოვრების ხანგრძლივობა უნდა იგულისხმებოდეს. შესაძლოა, უკვე დაიწყეს მისმა მონებმა ხუთ-ხუთი კილო კარტოფილ-ხახვის ტომრების გახაზირება. თუ ავად არის, მითუმეტეს საჭირო იქნება დროულად დაიჭიროს თადარიგი, თორემ ბერა ხომ უნდა დასვას ტახტზე, არა?!

კიდევ ერთი წელი და არჩევნების დღეც მოვა. იმ დროისთვის ხალხი კიდევ უფრო დაიმშება, კიდევ უფრო დაჩაჩანაკდება. 900,000 გმირი, მაგრამ გულგატეხილი ამომრჩევლიდან ნახევარი საზღვარგარეთ რიგში ჩადგება პოლიტიკური თავშესაფრის სათხოვნად. ჰოდა ჭორვილელი ხიხო და მისი ნაშიერები საქართველოს სრულ და სამუდამო ბატონ-პატრონად მოგვევლინება.

ნუთუ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ეს თბილად მოკალათებული და ბიუჯეტს მიმჯდარი ბანდა თავიანთი ბელადიანად არჩევნებით დამარცხდება? ან რომ მომავალი არჩევნების გაყალბებას ვერ მოახერხებენ?!

ნეტარ არიან მორწმუნენი.“- წერს კიზირია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა