შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიას 10 თვეა თავმჯდომარე არ ჰყავს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21916 
 25 მარტი 2019
ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გიუაშვილი იყო. თუმცა, მან აღნიშნული პოზიცია 2018 წლის ივნისში დატოვა: „თავიდან ოპოზიციური საკრებულო ვიყავით და ნორმალურად ვმუშაობდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მერია არ ითვალისწინებდა. მერე ყველაფერი შეიცვალა, ერთმანეთს უღალატეს, ამიტომ ამას საკრებულო აღარ ჰქვია და წამოვედი“, – ამბობს გიუაშვილი. გიუაშვილის შემდეგ, გარემოს დაცვის კომისიას თავმჯდომარე აღარ აურჩევია.როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი განმარტავს, კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურები, საკრებულოს თავმჯდომარემ, ან ფრაქციების თავმჯდომარეებმა უნდა დააყენონ–„ჯერ არავის დაუსახელებია თავისი კანდიდატურები, თუმცა ამ საკითხს ჩვენ ბიუროს სხდომებზე განვიხილავთ და ალბათ ერთ თვეში მოვახერხებთ ახალი თავმჯდომარის არჩევას“. გოგიჩაიშვილის თქმით, გარემოს დაცვის კომისია თავმდჯაომრის გარეშე მუშაობს, თუმცა პრობლემები იქმნება: „თავმჯდომარის მოვალეობას საკრებულოს უხუცესი წევრი ასრულებს. ასევე, კომისიაში არიან სპეციალისტები, რომელთა გადაწყვეტილებითაც შეგვიძლია ხეების გადაბელვაზე გადაწყვეტილება მივიღოთ, თუმცა ხეების მოჭრას მაგალითად, კომისიის სრული შემადგენლობის გადაწყვეტილება სჭირდება და ხშირად ამის გამო პრობლემები გვექმნება“.ბორჯომის საკრებულოში სულ ხუთი კომისიაა ჩამოყალიბებული, ესენია: განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, რომელსაც ვიოლეტა ბალახაშვილი ხელმძღვანელობს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია, რომელსაც მამუკა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობს, საფინანსო–საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისია, რომელის თავმჯდომარე თედორე მელიქიძეა, იურიდიულ საკითხთა კომისიის კი ტატიანა მარტინენკო ხელმძღვანელობს, ასევე გარმოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისია, რომელსაც თავმჯდომარე არ ჰყავს.[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
საზოგადოება