შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

11 წლის ბიჭის საქმე – მასწავლებელი ბებიას ცილისწამებისთვის პოლიციაში უჩივის

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21910 
 25 მარტი 2019
მასწავლებელმა საჩივარი ახალციხის რაიონულ სამმართველოში შეიტანა. „სპექტაკლებს დგამენ და ყველაფერი ტყუილია რასაც მაბრალებენ, ამიტომ შევიტანე განცხადება“, – ამბობს მასწავლებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ მასწავლებლის განცხადება 11 წლის ბიჭის საქმეს დაერთო: „მეექვსეკლასელის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და მასწავლებლის საჩივარიც ამ საქმეს დაერთო“. პოლიცია მეექვსე კლასელი ბიჭის მიმართ სკოლაში შესაძლო ძალადობის ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით იძიებს. 11 წლის ბიჭის ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მან სკოლაში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციაში დარეკა. მასწავლებელს რომელსაც ბულინგში ადანაშაულებენ, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დარღვევა უკვე დაუდგინა და სახდელიც დააკისრა. ამის შემდეგ, მან საკუთარი განცხადების საფუძველზე მეექვსე კლასი დატოვა, თუმცა, ირწმუნება, რომ ბიჭისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია: „ხშირად იგვიანებდა ხოლმე და შენიშვნებსაც ამის გამო ვაძლევდი. იმ დღესაც დილით დერეფანში შემხვდა. ვკითხე, რატომ იგვიანებ–თქო. მითრა, რატომ იტყუებით, თქვენც იგვიანებთო. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა. მეც ვიცოდი, რომ წინა დღეებში ჩხუბი მოუვიდა კლასელებთან და პოლიციაში დარეკა, ხოდა ვუპასუხე, თუ ვიტყუები და თავის დაცვა გინდა, წადი პოლიციაში დარეკე–მეთქი. ამის შემდეგ, მე ამ ბავშვისთვის არაფერი მითქვამს და არც ერთ გაკვეთილზე მსგავს თემაზე არ მილაპარაკია“. მასწავლებელს მხარს უჭერს მეექვსე კლასის მოსწავლეების ყველა, 14–ვე მშობელი. მეექვსეკლასელი ბიჭის დედა და ბებია ამბობს, რომ სკოლაში ბავშვზე ზეწოლა ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შედეგადაც მოზარდს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება