შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბ ნასარაიამ, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, სამუშაო შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37156 
 25 მარტი 2019

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელ ნეჯლა დემირდაღთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

„„თიკა“ გამოთქვამს მზადყოფნას დაეხმაროს გურიას განათლების, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურული მიმართულების პროექტების განხორციელებაში. სააგენტო უზრუნველყოფს ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტთან“ თანამშრომლობით, სამედიცინო და სოფლის მეურნეობის სასწავლო პროგრამების დანერგვა-განხორციელებას. ისინი მოახდენენ პედაგოგების გადამზადებას და აღნიშნული ჯგუფი საჭირო მატერიალურ - ტექნიკური ბაზით აღიჭურვება. სააგენტო ასევე, განიხილავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოციალურ სახლებზე მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების განთავსებას, რაც მნიშვნელოვან შეღავათს გაუწევს, როგორც მოსახლეობას, ასევე, მუნიციპალიტეტს კომუნალური გადასახადების ხარჯის შემცირებით. „თიკა“ იმუშავებს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, რათა გაუწიოს ფინანსური დახმარება ოზურგეთში ჩაის სახლის, სანერგე მეურნეობის და ხილის საშრობის მოწყობას, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს მოსახლეობას“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ, ანკარაში საქართველოს ოფისის ხელმღვანელი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ვალერი გურგენაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო საქართველოში 1995 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების 600-ზე მეტი პროექტი აქვს დაფინანსებული.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია