შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომიტეტმა 500 ლარამდე ამანათების განბაჟების გარეშე შემოტანას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37159 
 25 მარტი 2019

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას საფოსტო გზავნილებზე განბაჟების არსებული ლიმიტის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის შესახებ, დარგობრივმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. 

არსებული კანონმდებლობით, თუ გამოწერილი საქონლის ღირებულება 300 ლარს აღემატება, ის განბაჟებას ექვემდებარება.

ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიორგი კანდელაკის თქმით, კანონპროექტის მიზანია არსებულის საგადასახადო შეღავათის 300 ლარიანი ლიმიტის იმ ოდენობამდე გაზრდა (500 ლარამდე), რაც ვალუტის კურსის გაუფასურებამდე უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარებში) იყო გამოსახული.

საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება ევროპული საქართველოს ინიციატივას და კომიტეტზე მათ მიერ მომზადებული დასკვნაც განიხილეს. 

ევროპული საქართველოს ინიციატივას კომიტეტზე, როგორც ოპოზიციამ ასევე მმართველი გუნდის წევრებმაც დაუჭირეს მხარი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია