შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ივანიშვილის კადრები პრეტენზიულები, ამბიციურები და უვიცები არიან"- გიგლა ბარამიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37165 
 25 მარტი 2019

,,ბიძინა ივანიშვილს ჰყავს კადრები, რომლებიც ძალიან პრეტენზიულები და ამბიციურები არიან, მაგრამ ამავდროულად უვიცები", აღნიშნული განცხადება ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ გააკეთა.

ბარამიძე ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს სინდის და სახედაკარგული ხელისუფლება, რომელსაც არ აწყობს სხვა არცერთი ოპოზიციური ძალა გარდა ,,ნაციონალური მოძრაობისა".

„ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია სინდისი დაკარგა.ყველა მათი ნაბიჯი არის სინდის და სახე დაკარგული პოლიტიკური ჯგუფის ანასხლეტი ქმედება. ხშირად ისმის მოსაზრებები, რომ არ არსებობს და თუ არსებობს სუსტია ოპიზიცია. პრობლემა, ჩვენში ოპოზიციურ პარტიებში კი არ არის. პრობლება ამ ხელუსუფლების განზრახვაშია. მათ აწყობთ ,,ნაციონალური მიძრაობა" ჰყავდეთ ოპოზიციაში, რადგან ამ ხრიკით ჩვენი საზოგადოება ბევრჯერ მოტყუვდა", აცხადებს ,,დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე.

როგორც ის ამბობს, ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში სწორედ ნინო ბურჯანაძის და მისი თანაპარტიელების ბრძოლის შედეგად მოვიდნენ.

,,26 მაისი ახსოვს რომელიმეს? სწორედ 26 მაისი გახდა იმის წინაპირობა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" წასულიყო ხელისუფლებიდან და ბიძინა და მისი გუნდი მოსულიყო, თუმცა მათი მოსვლით რა შეიცვალა, ერთი კრიმინალური ბანდა შეცვალა მეორემ. ივანიშვილს ჰყავს კადრები, რომლებიც ძალიან პრეტენზიულები და ამბიციურები არიან, მაგრამ ამავდროულად უვიცები. ასეთი კადრები სად ეძება და სად იპოვა ივანიშვილმა, არავინ იცის. ნინო ბურჯანაძე არ უნდათ, რადგან არ სჭირდებათ მაღალი კლასის პოლიტიკოსები, ჩუგოშვილი ურჩევნიათ და ხულორდავა. მოძველდა ნარატივი, რომ ნინო ბურჯანაძე პრორუსი ძალაა. შეეშვით ნინო ბურჯაბაძის პრორუსობაზე საუბარს, საკუთარი ,,პროები" მოიკითხეთ", აცხადებს გიგლა ბარამიძე, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია