შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამარჯვებული ვარ, რადგან დამარცხებული ამ კონკურსს არასდროს ჰყოლია"-ლადო აფხაზავა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37136 
 24 მარტი 2019

"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. 

მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია"-ასე მიმართა გუშინ საღამოს საკუთარი ფეისბუკ გვერდიდან ჩიბათელმა ლადო აფხაზავამ თავის ათი ათასობით გულშემატკივარს, რომლებიც დღეს, დუბაიში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ქართველი პედაგოგის გამარჯვების იმედს ბოლომდე არ კარგავდა. 

რამდენიმე წუთის წინ დუბაიში გამ,არჯვებულად და „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“  მფლობელად კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი, პიტერ ტაბიჩი გამოაცხადეს, რომელსაც საჩუქრად მილიონი დოლარი გადაეცა.  

სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ათ ფინალისტს შორის 21 თებერვალს დაასახელეს. მისი კონკურენტები იყვნენ პედაგოგები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან

საუკეთესო პედაგოგის გამოცხადებამდე, კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოსელჩი გახდა.

გასულ წელს კი, ლანჩხუთელი პედაგოგი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია