შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სასწავლო ტური რეგიონში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 26 მარტი 2019
რეგიონებში მომუშავე სპეციალური მასწავლებლებისთვის 12-18 მაისის ჩათვლით თბილისში სასწავლო ტური ჩატარდება. „ტურის ფარგლებში სპეციალურ მასწავლებლებს შეეძლებათ გაეცნონ წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკას, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები“- წერს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. შეირჩევა 30 სპეციალური მასწავლებელი, რომლებიც განაწილდებიან თბილისის რვა სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ 9 სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. ცენტრის ინფორმაციით, თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3-4 სპეციალურ მასწავლებელთან. სასწავლო ტურში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ წინასწარ. სასწავლო ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლებს, რომლებიც დასაქმებული არიან სკოლებში. „უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.)“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში. ოფიციალური ინფორმაციით, სასწავლო ტურში მონაწილე პედაგოგები უზრუნველყოფილი იქნებიან  სასტუმროთი, კვებითა და ტრანსპორტირებით. ___________ ფოტო: „ბათუმელები“, ლელა დუმბაძე
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია