შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიიღებენ თუ არა პირველ კლასში ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ?

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37161 
 25 მარტი 2019

ავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული. ინიციატივა 402 მოქალაქის მიერ არის წარდგენილი. 

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა. 

ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში მიიღებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ან/და მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არ უშვებს გამონაკლისს, უამრავი ბავშვის უფლებები იზღუდება,“-აღნიშნულია პეტიციაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია