შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21951 
 27 მარტი 2019
„ჩვენი გადაგზავნილი განცხადებები სამწუხაროდ არ აღმოჩნდა საინიციატოვო ჯგუფში იმ განცხადებაზე მიკრული, რის მიხედვითაც სოციალური მუშაკები ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან, კანონის ფარგლებში, სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ აღმოვჩნდით გაფიცულები, ამიტომ მოგვიწია სამსახურში დაბრუნება“, – ამბობს სოციალური მუშაკი ელენე არბოლიშვილი.უფროსი სოციალური მუშაკი სამცხე–ჯავახეთში ნინო საანიშვილი გვიდასტურებს, რომ სამსახურშია თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს: „ამ წუთში გადაუდებელზე ვარ და ვერ დაგელაპარაკებით“.რატომ ვერ შეუერთდნენ სამცხე–ჯავახეთიდან სოციალური მუშაკები გაფიცულებს, ინფრომაცია არ აქვს საინიციატივო ჯგუფის წევრს სოფო ღვთისიაშვილს. მისი თქმით ამ საკითხით დაინტერესდება და პასუხს მოგვიანებით გაგვცემს: „რაღაც გაურკვევლობა მოხდა, სამწუხაროდ, ვერ გეტვით ახლა ზუსტ პასუხს. ხელმოწერები შემოდიოდა, მაგრამ ვის აქვს ხელმოწერილი და ვის არა ახლა ვერ გეტვით. მათი ხელომწერები ჩემს და სხვა ორგანიზატორების ელექტრონულ ფოსტაზე მოდიოდა. უნდა შევიკრიბოთ ორგანიზატორები და ალბათ ხვალ გვეცოდინება რა მოხდა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სოციალურ მუშაკებთან და იურისტები გაარკვევენ ვითარებას“. სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით გოგალაძე ამბობს, რომ გაფიცული თანმშრომლები სამსახურში გუშინ, 26 მარტს დაბრუნდნენ: „დაბრუნდნენ და მუშაობენ ჩვეულ რეჟიმში. შეფერხება არ გვაქვს, გამართულად ვმუშაობთ“. შეგახსენებთ, რომ სოციაულრმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის რვა თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, ამიტომ 25 მარტიდან გაიფიცნენ და სამსახურებში აღარ მივიდნენ.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება