შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვანო მერაბიშვილის ვადამდე გათავისუფლების საკითხს ხელახლა განიხილავენ

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21925 
 25 მარტი 2019
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ მიმდინარე წლის 24 იანვარს იმსჯელა და გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა 2017 და 2018 წლებშიც.„ამჯერადაც, ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია, სხვებს შორის, ჩადენილი დანაშაულების სიმძიმემ და დანაშაულების ხასიათმა, ასევე იმან, თუ რა გარემოებებში იქნა სხვადასხვა დანაშაული ჩადენილი. 2019 წლის 24 იანვრის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.2019 წლის 25 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების საჩივარი და, გათავისუფლების მიზანშეწონილობის საკითხის გადაუწყვეტლად, საქმე თავიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე ადგილობრივ საბჭოს, რომელსაც დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარე წლის ხუთ მარტს მიიღო ზემოხსენებული გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ იყო კანონიერ ძალაში შესული.აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ 2019 წლის 20 მარტს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მოთხოვნით. დღეის მდგომარეობით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება საბჭოს არ მიუღია. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი თავიდან განსახილველად გადაეცემა ადგილობრივ საბჭოს, რომელიც საქმეს განიხილავს კანონით დადგენილ ვადებში და წესით“, - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სასამართლომ ე.წ. უდოს კომისიას დაავალა, ვანო მერაბიშვილის საკითხზე ხელახლა იმსჯელოს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ნანა მასწავლებელი

საზოგადოება