შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის (ჭალა) სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრიდან სოფელ ბოხვაურის (ჭალა) სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

მოასფალტდება 1 387 მეტრი სიგრძის გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხები, რისთვისაც 345 000 ლარია გამოყოფილი.

სახელშეკრულებო თანხის ფარგლებში დემონტაჟი ჩაუტარდება და მოეწყობა ახალი ხიდი.

სამუშაოებს შპს ,,პალადა“ ასრულებს, რომელიც 3 თვეში დასრულდება.

პროექტის მიმდინარეობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი თემურ ჩავლეშვილი დაესწრნენ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია