შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩოხატაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37174 
 26 მარტი 2019

ჩოხატაურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

 სოფელ გორაბეროჟოულთან სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც მეორე, საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთოს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა მსუბუქ მანქანას, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია