შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ არის პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ჩოხატაურში მომხდარ საზარელ ავარიას ემსხვერპლა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37175 
 26 მარტი 2019
ერთი საათის წინ, ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად  პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა. 
მერაბ ჯიბუტი მძიმე დაზიანებების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული სამართალდამცავი იმ დროისთვის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა
სატვირთო ავტომანქანების მძღოლები შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება