შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გულგულას ნაქალაქარს ძეგლის სტატუსი მიენიჭება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30501 
 28 მარტი 2019
თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ აღმოჩენილ ტყე ტბა გულგულას ნაქალაქარს, ძეგლის სტატუსი მიენიჭება.ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაობის დროს აღმოჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკული მასალა და სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტები.


თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ვახტანგ გაგნიძის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრწყლების სამხრეთით, თურდოს ხეობაში მდებარე ტყე - ტბა - გულგულას ნაქალაქარისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება.
,,ტყე ტბა გულგულას ტერიტორიაზე სამუშაოებს მაისი- ივლისის თვეებში განვაახლებთ. ამისთვის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოგვეყო. არქეოლოგიური სამუშაოების განახლებამდე ჩვენი ჯგუფი ყოველი კვირის ბოლოს ვაწარმოებთ სადაზვერვო ლაშქრობებს. სწორედ ერთ-ერთი დაზვერვის დროს აღმოვაჩინეთ ფსიტის ციხის ქვედა ციხე, რომელიც ძალიან წააგავს უჯარმის ციხეს. ვინაიდან ამ ორ ციხეს შორის მოქცეული ტერიტრია დიდი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო, ხოლო „მეთეფშის ველზე“ იყო ქარავანთა გასაჩერებელი პუნქტი, ვგეგმავთ მოვაწყოთ ორდღიანი ლაშქრობა ფსიტის ციხიდან- უჯარმის ციხემდე და გავიაროთ დიდი საქარავნო გზის ეს მონაკვეთი. ჩვენი არქეოლოგიური ექსპედიციის დაწყებამდე სოფელ თეთრწყლებში დაფიქსირებულია ქვედა პალეოლითის ხანის სადგომი, ჩვენ კი ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის მივაკვლიეთ გვიან ბრინჯაოს ხანის სადგომებს, გალავნებს, ადრე შუა საუკუნეების სამეურნეო ხაროს, რომლებიც ტერასულად არის განვითარებული. რაც იმის დასკვნის საშუალებას გვაძლევს, რომ ეს ტერიტორია ნეოლითური ხანიდან მოყოლებული განვითარებულ შუა საუკუნეებამდე მეტნაკლებად იყო ათვისებული“.

მისივე ინფორმაციით, ტყე ტბა გულგულას არქეოლოგიური სამუშაოები მაისიდან განახლდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია