შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამტრედიაში პარლამენტარი გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს

პოლიტიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 23 ოქტომბერი 2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის სახლი გაქურდეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და დამნაშვეები უკვე დაკავებული არიან.

სოფლის მცხოვრებები "ნიუპრესთან"  პირად საუბრებში შერჩევით სამართალზე საუბრობენ, თუმცა ხმამაღლა საუბრისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, მუნიციპალიტეტში ქურდობის ფაქტები გახშირებულია, ამ დრომდე არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის.

"გაზრდილია კრიმინალი, მაგრამ არცერთი საქმე გამოძიებული არაა. კახიანის საქმის გამოძიებაში მაღალჩინოსნები ჩაერთნენ და შედეგიც რამდენიმე დღეში მოყვა. ეს საქმე არ გახმაურდა, რადგან ხელისუფლებას არ სურდა. გიორგი კახიანი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის სიძეა, ასევე არის იმედო კახიანის ახლობელი. ამ ფაქტებმა განაპირობა მეტ-წილად მისი დეპუტატობა"-აცხადებენ ადგილობრივები.

კახიანის სახლში მომხდარ ფაქტს ადასტურებს სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია. მისი თქმით, მომხდარის გამო დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა მერი მოსახლეობის შენიშვნებს არ იზარებს და აცხადებს, რომ სამტრედიაში კრიმინალი გაზრდილი არაა.

„არავითარი ისეთი არ ხდება, რაც არ ხდებოდა ადრე, ქურდობაც ხდება და გამოვლენაც ხდება. მე სტატისტიკას ვეყრდნობი და მომატებულს ვერ ვხედავ კრიმინალს. ეს უფრო სამართალდამცველების საქმეა, მაგრამ მეც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი პასუხს ვაგებ ყველაფერზე, რაც ქალაქში ხდება. რაც შეეეხება კახიანის ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულებიც არიან რამდენადაც ვიცი, გამოძიებაშია საქმე. ზოგადად კი, დანაშაული გაზრდილი არაა, მე სტატისტიკაზე დაყრდნობით ვამბობ“, –განაცხადა ვალერი ფოცხვერიამ.

შსს-ს ინფორმაციით, სამტრედიაში მომხდარი ორი ძარცვის ფაქტი გაიხსნა, დაკავებულია 3 პირი. ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომლებსაც ბრალად ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ავტომანქანიდან აკუმულატორების მოპარვაში დაედოთ ბრალი,  სოფელ ეწერში მომხდარი ბინის ქურდობაც აღიარა. გამოძიება სსკ 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია