შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი თუ არ ხარ, აბსოლუტურად დაუცველი ხარ"- მუხაშავრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37246 
 28 მარტი 2019

მინისტრების და „ოცნების" დეპუტატების სახლების გაქურდვის საქმეები ძალიან სწრაფად გაიხსნა, ამ დროს კი, ბესელიას შემთხვევაში, იგივე „თიბისიზე" კიბერთავდასხმის შემთხვევაში ეს დანაშაულები რომ არა და არ იხსნება და გამოძიებიდან ვერაფერსაც ვერ ვიგებთ, ესე იგი სხვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?!

"თუ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი არ ხარ, აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ეს ძალიან საშიში ტენდენციის მაჩვენებელია, ე.ი. ჩვენ უძლურები ვართ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ რამე გავაკეთოთ," - აცხადებს იურისტი ლია მუხაშავრია.

ეს აჩვენებს, რომ ოპოზიციის კრიტიკა კრიმინოგენული ვითარების გაუარესებაზე, მართალია. მართლაც, ზედიზედ სამი ცნობილი პოლიტიკოსის გაქურდვა, თან სახლში შეღწევით, ეს უბრალო ამბავი არ არის.

ჩვეულებრივი ლოგიკაც უნდა ადასტურებდეს ამას, როცა შეჭირვებაა ქვეყანაში და ნაკლები შემოსავალი აქვთ ადამიანებს, ფასების ზრდამ და შემოსავლების შემცირებამ ასეთი დანაშაულების ზრდა იცის, განსაკუთრებით ასეთი, ქონებრივი ხასიათის დანაშაულის ზრდა.

ტრაგიკომედიას არა, უფრო ტრაგედიას ვხედავ იმაში, რომ, როცა მათი მაღალჩინოსნები არიან დაზარალებულები, ქურდების ფაქტები გახსნეს, ხოლო სხვა საქმეები არ იხსნება. ალბათ, მათი სახლების ქურდობის გამოსაძიებლად ყველაფერი გაკეთდა, რომ დამნაშავე იდენტიფიცირებული ყოფილა, სხვა შემთხვევაში კი ეს არ მომხდარა და ეს არის ძალიან საშიში. ჩვენს სახელმწიფო იმისთვის გვინდა, რომ არა მარტო საკუთარი წევრების სახლების გაქურდვა გახსნა, არამედ სხვა საქმეებიც.

წეღან სახლების გაქურდვასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ მინისტრების და „ოცნების" დეპუტატების სახლების გაქურდვის საქმეები ძალიან სწრაფად გაიხსნა, ამ დროს კი, ბესელიას შემთხვევაში ეს დანაშაული რომ არა და არ იხსნება და გამოძიებიდან ვერაფერსაც ვერ ვიგებთ, ესე იგი სხვა ადამიანმა ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას?!

თუ ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენელი არ ხარ, აბსოლუტურად დაუცველი ხარ. ეს ძალიან საშიში ტენდენციის მაჩვენებელია, მით უფრო, ჩვენ ვიცით, რომ ასეთ ტექნიკასთან მისაწვდომობა რიგით ადამიანს და კერძო კომპანიას არ შეიძლება ჰქონდეს."

"რეზონანსი"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია