შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ ანადგურებთ ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის 2012 წლის მონაპოვარს“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37245 
 28 მარტი 2019

უმრავლესობის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სიაში ჩაწერის მომხრე არ იყო სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი აქტივსტი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ ოხანაშვილის მსგავსი ადამიანები ბიძინა ივანიშვილს „სახელს უფუჭებენ“.

„ასეთები არიან ბიძინა ივანიშვილს რომ სახელს უფუჭებენ, ვინ მისცა ამას უფლება ბიძინას სახელით ისაუბროს? ჯერ ერთი 2016 წელს ბიძინა პოლიტიკაში არ იყო, ამ განცხადებით „ნაცებს“ უდასტურებს, რომ ბიძინა არაფორმალურად მართავდა ქვეყანას. მეორეც და ვინ დაუჯერებს თუ ბიძინა წინააღმდეგი იყო, მაშინ როგორ დატოვეს ბესელია კანდიდატად? როგორც ვიცი, ეს ადამიანი 2017 წლიდან შემოუერთდა „ქართულ ოცნებას“ და საიდან აქვს ეს ინფორმაცია იმ დროს, როდესაც ბესელია პოლიტსაბჭოს წევრი იყო? რატომ გამოირჩევიან სოფო კილაძე, ზარდიაშვილი, 2017 წელს შემოერთებულები მსგავსი ჭორებით დაინტერესებული? ამომრჩევლის ნერვებზე რატომ თანაშობენ, დაფიქრებულა ამაზე ვინმე? რას დაამსგავსეს ეს პარლამენტი, არავინ დარჩა ჭკუა დაარიგოს ამ ხალხს? ამდენ ბრალდებას რომ უყენებთ ბესელიას „ფულის სუნი აგდის ხელზეო“,რატომ არ მიმართავენ პროკურატურას და რატომ არ უდგენენ დანაშაულს? წინააღმდეგ შემთხვევაში თავად პარლამენტარები რატომ ქმნიან ფონს თითქოსდა ეს ხელისუფლება კორუმპირებულია? თუ ესენი ასე იქცევიან, რა გინდათ მაშინ „ნაცებთან“, ათას ბრალდებას რომ უყენებს ამ ხელისუფლებას და ცილს წამებს? ესეც დიდი შეცდომა იყო, როდესაც ამ პარლამენტარებმა „ქართული ოცნება“ დატოვეს და ოპოზიციაში წავიდნენ, შიგნით უნდა გაერკვიათ თუ რასთან ჰქონდათ საქმე - ასე არ ხდება, შენს ნაბრძოლს სხვას ვერ დაუტოვებ საჯიჯგნად. მე, როგორც ერთ მოქალაქეს, ბევრი კითხვა დამიგროვდა და იმედია ხელისუფლება თავისი გონივრული ქმედებებით გაგვცემს პასუხს!

სირცხვილია, სირცხვილი, ნუ ანადგურებთ ასე აგრესიულად ბიძინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის 2012 წლის მონაპოვარს, განსაკუთრებით ის ხალხი, რომელიც, როდესაც ჩვენ ომის ქარიშხალში ვიყავით, ნაცბანდასთან ნაცების პოლიტიკურ სარეცელში გორაობდა!“, წერს ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა