შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

19 მაისს ახმეტასა და საგარეჯოში შუალედური არჩევნები გაიმართება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://knews.ge/?p=37712 
 30 მარტი 2019

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ამის შესახებ განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძეს თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში, ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნები კი გაიმართება საგარეჯში, ახმეტაში, ადიგენში, ტყიბულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და წყალტუბოში.
„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 8 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები დანიშნა. არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს. საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები 26 საარჩევნო უბანზე გაიმართება. გარდა ამისა, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. საერთო ჯამში, ხუთივე მუნიციპალიტეტში არჩევნები 362 საარჩევნო საარჩევნო უბანზე გაიმართება,” – განაცხადა ანა მიქელაძემ.


მისივე თქმით, საქართველოს მასშტაბით, მთლიანად 19 მაისს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს 410 750 ამომრჩეველი 410 საარჩევნო უბანზე. მიქელაძის განმარტებით, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა.

დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. ამის შემდეგ, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდება.

მაკა ხაზიური

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია