შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რუსეთმა საქართველო წარმატებისთვის დასაჯა"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37254 
 29 მარტი 2019

მიხეილ სააკაშვილმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოსტსაბჭოთა სივრცეში სახელმწიფოს მიტაცების შემთხვევებზე ისაუბრა და საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში ოლიგარქებს ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული.

„მიაქციეთ ყურადღება მსგავსებებს საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შორის. ამ ქვეყნებში სამივე ოლიგარქის სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსეთია. ივანიშვილმაც თავის ფულის 100% რუსეთი იშოვა. ოლიგარქები დასცინიან სასამართლო სისტემას, კანონის იდეას. პროკურატურა გახდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი. სისხლის სამართლის საქმეები გახდა შანტაჟის საშუალება. ჩვენ გვაქვს არაფორმალური ძალაუფლების ცენტრები. არავინ არის ანგარიშვალდებული.

ოლიგარქები ფლობენ ყველაფერს და საოცრად ცინიკურები არიან საკუთარი ხალხის მიმართ. რუსეთმა დასაჯა საქართველო წარმატებისთვის. პუტინს და მედვედევს უწევდა ახსნა საკუთარი მოსახლეობისთვის, თუ როგორ მიაღწია პატარა ქვეყანამ ასეთ წარმატებას. ახლა კი ასახსნელი არაფერია. საქართველო კვლავ დაუბრუნდა მათ ნორმას კორუმპირებულობის, არაეფექტურობის მხრივ და შესაშურიც არაფერია.

ამ წრის დარღვევა მხოლოდ სახალხო ძალების მოქმედებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში ახალგაზრდების, რომლებიც ემიგრაციიდან უნდა დაბრუნდნენ. ჩემმა ქვეყანამ იცის რას ნიშნავს იყოს წარმატებული, განიცადა მენტალური რევოლუცია და ეს პროცესი შეუქცევადია. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს დროის საკითხია, თუმცა თუ კიდევ ორ წელს დავკარგავთ, საშიში ვითარების წინაშე აღმოვჩნდებით. ობამა ამბობდა, თუ არ მოგწონს პოლიტიკოსები, აიღე პასუხისმგებლობა და შენ თავად გახდი პოლიტიკოსი, და აზრი ეს აბსოლუტურად სწორია. მეორე, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ შევცვალოთ ევროპის და ზოგადად მსოფლიოს პოზიცია. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ფარისევლობა და იმის მტკიცება, რომ ჩვენი ოლიგარქები რამით განსხვავდებიან რუსი ოლიგარქებისგან. თითქოს პუტინის მიერ გაყალბებული არჩევნები პოროშენკოსა თუ ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნებისგან განსხვავდება. იმისთვის, რომ ევროპას ნამდვილი მეგობრები ჰყავდეს ჩვენს რეგიონებში, მათ უნდა შეწყვიტონ საკუთარ თავის მოტყუება , თითქოს აქ ყველაფერი რიგზეა."- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება