შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„50 მილიონერი ქოცი, რომელიც უნდა გაქურდო, სანამ ცოცხალი ხარ“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37273 
 29 მარტი 2019

ლეიბორისტული პარტია 50 მილიონერი პოლიტიკოსის სიას აქვეყნებს სათაურით - „50 მილიონერი ქოცი, რომელიც უნდა გაქურდო, სანამ ცოცხალი ხარ“:

"უსამართლო იქნება თუ ამ სიას ბიძინა ივანიშვილით არ დავიწყებთ, ვინაიდან ის დღესდღეობით საქართველოს ხელისუფლებაში ყველაზე მეტ ფულს ფლობს, მისი დეკლარირებული ქონება 6 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება. ამიტომაც, სიაში პირველ ადგილს ის იმსახურებს. 

1. ბიძინა ივანიშილი

2. კახა კალაძე - ქალაქის მერი და ბიძინა ივანიშვილის მონა მორჩილი, რომლის დეკლარირებული ქონებაც 40 000 000 აღემატება, ხოლო არადეკლარირებული - ღმერთმა იცის.

მესამე ადგილს ტარიელ ხეჩიკაშვილი იკავებდა, რომელიც სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი იყო. თუმცა მჯობნზე მჯობნი არ დაილევაო, ნათქვამია და მისი ადგილი ეკონომიკის მინისტრმა - გიორგი ქობულიამ დაიკავა, 29 მილიონი ლარით. 

3. გიორგი ქობულია - მშიერი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი - 29 000 000 ლარი

4. ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში - 11 253 000 ლარი. 

5. გიორგი გახარია - შსს მინისტრი - 5 000 000 ლარი

ახლა დროა გადავიდეთ პარლამენტის დეპუტატებზე, რომელთა 1/3 მილიონერია, ანუ 115 დეპუტატიდან 37 ოფიციალურად მილიონერია.

6. შოთა შალელაშვილი - 35 000 000 ლარი. (ბატონმა შოთამ მხოლოდ ერთი ინიციატივა წარადგინა თავისი დეპუტატობის განმავლობაში და ინიციატივა შეეხებოდა პარასკევობით სამუშაო განაკვეთის შემცირებას დეპუტატებისთვის, ანუ მისი ინიციატივით დეპუტატებს 16:00 საათამდე უნდა ემუშავათ და არა 18:00 საათამდე, ვინაიდან ძალიან იღლებიან)

7. იოსებ მაკრახიძე - 13 000 000 ლარი. (2018 წლის ივნისში მან განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელფასი პარლამენტის წევრისთვის არასაკმარისია და მოითხოვა გაზრდა. მან ასევე 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის კამპანია 50 000 ლარით დააფინანსა)

8. ბექა ოდიშარია - 12 400 000 ლარი. (ბატონი ბექა მევახშეობას ეწევა და არც კი მალავს, მისი დეკლარაციის მიხედვით 2016 წლის თებერვალში მან სესხის სახით გასცა 170 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22 724 აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლის 1 იანვარს ორი წლის ვადით გაასესხა 270 000 აშშ დოლარი, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ მას თავის საქმიანობაში, მაგრამ არა პოლიტიკაში)

9. ლევან კობიაშვილი 9 800 000 ლარი (ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია, მაქამდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაფინანსება 54 000 000 ლარია, რომელსაც ბატონი ლევანი განკარგავს საჭიროებისამებრ თუმცა სასურველ შედეგს ამ სპორტში გულშემატკივარი უკვე ათწლეულებია ვერ ხედავს)

10. კობა ნარჩემაშვილი 7 600 000 ლარი (შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ოცნების სასურველი კადრია. ის 2001-2004 წლებში შსს მინისტრი იყო, 2004 წლის ოქტომბერში ის თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს და დაახლოებით ორ თვეში, 300 000 ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს)

11. ელგუჯა გოცირიძე 6 000 000 ლარი (მან ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. ბატონი ელგუჯა ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების აქციების მფლობელია.)

12. ივლიანე წულაია 5 940 000 ლარი (კიდევ ერთი მევახშე ოცნების რიგებში. 2007 წლიდან მას სხვადასხვა კომპანიებსა და კერძო პირებზე სესხის სახით გაცემული აქვს 9 600 000 აშშ დოლარი, საიდანაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში სარგებლის სახით 581 690 ლარი მიიღო.)

13. კახაბერ ოქრიაშვილი 5 600 000 ლარი (ბატონ კახაბერს ეკუთვნის სააფთიაქო ქსელი პსპ. მას ასევე აქვს წილები და აქციები სხვადასხვა კომპანიებში. კახა ოქრიაშვილი 2004 წლიდან ყველა მოწვევის პარლამენტის დეპუტატია. უკვე 15 წელი გავიდა, თუმცა მისი ხმა არავის გაუგია)

14. გოჩა ენუქიძე 5 200 000 ლარი (გოჩა ენუქიძე პარლამენტის წევრი 2008 წლიდანაა, ის ჯერ ნაციონალურ მოძრაობაში იყო, ხოლო შემდეგ ქართული ოცნების სიით გახდა დეპუტატი. მან 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 60 000 ლარი შესწირა. ხოლო მას შემდეგ ქართულ ოცნებას ჯამურად 165 000 ლარი)

15. მახირ დარზიევი 4 700 000 ლარი (ის მდუმარე დეპუტატების რიგებში მოწინავე პოზიციაზეა, ის 2012 წლიდან არის ქართული ოცნების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და აქამდე არცერთი ინიციატივა არ აქვს წარდგენილი)

16. თამაზ ნავერიანი 3 980 000 ლარი (თამაზ ნავერიანი მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატია, მისი განცხადებით ის ყოველგვარი გაყალბების და მოსყიდვის გარეშე გახდა არჩეული. შეგახსენებთ, რომ მარნეულში ჩატარებულ არჩევნებში იყო გამოვლენილი ყველაზე მეტი დარღვევის და მოსყიდვის ფაქტი)

17. პაატა კვიჟინაძე 3 700 000 (მორიგი მილიონერი დეპუტატი. ის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. 2016 წელს ის აცხადებდა, რომ ლარის კურსი დასტაბილურდება და 2.4 - 2.5 შუალედში იქნებაო. თუმცა დღეს 2019 წელია და ლარის კურსი 2.7-ია. ბატონი პაატა ნამდვილად შესანიშნავ პროგნოზებს აკეთებს)

18. რევაზ არველაძე 3 500 000 (რევაზ არველაძეც ქართული ოცნების შემომწირველების რიგებშია, მან 2016 წელს 24 000 ლარი შესწირა ხელისუფლებას. ის დღემდე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და ამას არც მალავს. ბატონი რევაზი - არველაძე ფაუნდეიშენ-ის გამგეობის თავმჯდომარეა, ასევე პარტნიორის თანამდებობას იკავებს შპს ცხრაწყარო-2007-ში)

19. გრიგოლ მიქელაძე 3 200 000 (გრიგოლ მიქელაძემ 2016 წელს ოცნებას 55 000 ლარი შესწირა. 2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ინფორმაციით, შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობიდან გრიგოლ მიქელაძეს მიღებული აქვს 1 185 000 ლარი. მან ასევე განაცხადა, რომ: არ ახსოვს კონკრეტულად რომელ ქონებებს ფლობს)

20. გოდერძი ჩანქსელიანი - 2 835 000 - პარლამენტარი

21. ზაქარია ქუცნაშვილი - 2 762 100 - პარლამენტარი - ოცნების ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული დეპუტატი. დეკლარაციიდან - დეკლარაციამდე მისი ქონება იზრდება.

22. ლერი ხაბელოვი - 2 543 750 - პარლამენტარი

23. ირაკლი კოვზანაძე - 2 491 190 - პარლამენტარი. ის იყო საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

24. სიმონ ნოზაძე 2 500 000 (მას ქართულმა ოცნებამ თავისი დეპუტატებით შეაქმნევინა ფრაქცია - „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო“, ამ ფრაქციის დახმარებით მრეწველები, მათ შორის თოფაძე და ტყემალაძე წელიწადში ნახევარ მილიონამდე ლარს იღებს ბიუჯეტიდან)

25. ვიქტორ ჯაფარიძე - 2 296 700 - პარლამენტარი

26. ირაკლი ხახუბია - 2 183 100 - პარლამენტარი

27. ისკო დასენი - 2 150 060 - პარლამენტარი

28. ნინო წილოსანი - 2 074 207 - პარლამენტარი

29. კობა კობალაძე - 1 949 400 - პარლამენტარი

30. დავით სონღულაშვილი - 1 922 400 - პარლამენტარი

31. მერაბი ქვარაია - 1 903 716 - პარლამენტარი

32. გიორგი კახიანი - 1 855 116 - პარლამენტარი

33. ლევან კობერიძე - 1 709 900 - პარლამენტარი

34. გელა სამხარაული - 1 550 680 - პარლამენტარი

35. ირაკლი აბუსერიძე - 1 400 000 - პარლამენტარი

36. ოთარი დანელია - 1 359 450 - პარლამენტარი

37. ზაზა ხუციშვილი - 1 325 160 - პარლამენტარი

38. სამველ მანუკიანი - 1 270 150 - პარლამენტარი

39. აკაკი ზოიძე - 1 100 203 - პარლამენტარი

40. გიორგი ბეგაძე - 1 024 920 - პარლამენტარი

41. თამარ ტალიაშვილი - 3 383 989 - საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან

42. ილია (ჯაბა) ჯიშკარიანი - 3 349 705 - საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან

43. ვლადიმერ ძნელაძე - 2 935 134 - საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან

44. ზაზა ვეკუა - 2 510 281 - საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან

45. ავთანდილ დავითაძე - 2 311 337 - საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან

46. გიორგი ტყემელაძე - 946 400 - საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან

47. დავით საგანელიძე - მისი ყოველთვიური ხელფასი 21 000 ლარია. ის განკარგავს ე.წ. საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტს.

48. შალვა რამიშვილი - მექრთამე სექსუალური მოძალადე, ოცნების აგიტატორი. მისი ტელევიზია ყოველთვიურად 300 000 ლარით ფინანსდება ბიძინა ივანიშვილისგან.

49. კოკა ყანდიაშვილი - მისი ქონების ზუსტი ღირებულება უცნობია, თუმცა ქონება და ხელფასი ბევრად აღემატება ქართული ოცნების რიგითი დეპუტატების ქონებასა და ხელფასს.

50. სალომე ზურაბიშვილი - 1 400 000 - პრეზიდენტი (მე მგონი არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით რომ ჩვენი ახლადარჩული პრეზიდენტიც მილიონერია).

მშიერი ქვეყნის მდიდარი მმართველები. ეს არის მოკლე სია, იმ მილიონერი მაღალჩინოსნების, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან მოკალათებულები. 

ყურადღება: აღნიშნული სტატიით არ ვახორციელებთ რაიმე ტიპის დანაშაულის მოწოდებას ან წახალისებას. ჩვენ უბრალოდ მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას, თუ ვის ჯიბეებში მიდის მათ მიერ ყოველთვიურად გადახდილი ფული ბიუჯეტიდან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია