შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გირგვლიანის საქმეზე კანონირი გადაწყვეტილება მივიღე" - მურუსიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37283 
 30 მარტი 2019

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ ლევან მურუსიძე გადაცემა „პირველებში“ გირგვლიანის საქმეზე საუბრა და განაცხადა რომ  პროკურატურის პასუხისმგებლობის მასზე გადმობრალება არასწორია.

"მე შევთავაზე არასამთავრობო სექტორს, დამიწერეთ გადაწყვეტილება, მურუსიძის ადგილას რომ ყოფილიყავით, რომლით დააბრუნებენ  საქმე  ვედა ინსტანციაში. 3 წელი გავიდა და საერთოდ ვერ წერენ… გამოძიება რომ ცუდად იყო ჩატარებული მურუსიძის ბრალია?! ამ საქმეში როდესაც არ არსებოსბ პროკურორის საჩივარი, არ არსებობა დაზარალებულის საჩივარი მოსამართლეს იმის გამო, რომ თვითონ რაღაც მიაჩნია, თვითნებურად გადაწყვეტილებს ვერ მიიღებს. გვირგვლიანის საქმეში ევროპულმა სასამართლომ თქვა, რეზოლუციაში წაიკითხავს სახელწმიფომ ყველაფერი გააკეთე ის რომ არასათანადოდ გამოიძია და ვიღაცეებს დააფარა ხელი, სასმართლოზე თქვა, სასჯელი მცირე იყოო, მაგრამ სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი რომ ეს სასჯელიც არ აღსრულებულიყო. გირგვლიანის საქმეზე კანონირი გადაწყვეტილება მივიღე.

კითხვაზე, რატომ გაამტყუნა სტრასბურგმა პასუხობს, რომ “არ გამამტყუნა”.  გადაცემის თანაწამყვანის ნინო ჟიჟილაშვილის რეპლიკაზე – “თქვენ ახლა მაყურებელს თვალებში უყურებთ და ეუბნებით, რომ სტრასბურგმა თქვენ არ გაგამტყუნათ?” – მურუსიძემ პასუხობს:

“სტრასბურგმა თქვა, ეს საქმე იყოს არასრულყოფილად გამოძიებული და შემდეგ, მიუხედავ იმისა რაც ჰქონდათ მისჯილი, ეს სასჯელი იყო არასაკმარისი. სახელწმიფომ გააკეთა ყველაფერი რომ მათ ვადაზე ადრე დაეტოვებინათ…საქმე არის არასრულყოფილად არის გამოძიებული. როდესაც პროკურატურას მოაქვს არასრულყოფილად გამოძიებული საქმე, არის ორი ვარიანტი: თუ არის არასრულყოფილი და არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი – უნდა გავამართლოთ. თუ დადაგება გამამტყუნებელი განაჩენი, უნდა გავამტყუნოთ. ამიტომ პროკურატურის პასუხისმგებლობის გადაბრალება ლევან მურუსიძეზე მიმაჩნია რომ არასწორია.“- განაცხადა ლევან მურუსიძემ "პირველებში"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია