შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

40 წელს გადაცილებულ პირებს საპენსიო სისტემიდან გასვლა შეუძლიათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22004 
 30 მარტი 2019
მსურველებს განცხადების დაწერა საპენსიო სააგენტოს ოფისში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალებში შეუძლიათ."სქემაში ჩართვის თარიღად ითვლება ის თარიღი, როდესაც კომპანიის, ან ორგანიზაციის ბუღალტერმა დახურა დეკლარაცია და განახორციელა დასაქმებულის პირველი საპენსიო შენატანი. კანონის თანახმად, პირველი დახურული დეკლარაციის თარიღიდან სამი თვის შემდეგ, დასაქმებულს აქვს უფლება დაწეროს განცხადება დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ", – ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, რომ განცხადების დასაწერად დასაქმებულებს მხოლოდ ორი თვე აქვთ. თუ ამ ორ თვეში დასაქმებული არ დაწერს განცხადებას, ის რჩება დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილედ. ამასთან, განცხადების დაწერა მინდობილ პირს ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე შეუძლია. საპენსიო სქემის დატოვების შემდეგ, დაგროვილი თანხა შემომტანებს (სახელმწიფო, დამსაქმებელი, დასაქმებული) დაუბრუნდებათ. სააგენტო თანხების დაბრუნებას 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია