შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თავისუფლებისთვის “განწირულები”- ლევან ფანცხავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37291 
 30 მარტი 2019

ორი წელი გავიდა, იმ დღიდან როცა ერთმანეთს ვულოცავთ დედების, მამების, ძმების, დების, ნათესავების, მეგობრების ნახვას, რომლებიც წლებია ემიგრაციაში იმყოფებიან.

ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის წინ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს, ვულოცავთ “თავისუფლებას” რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიზის გარეშე, ევროკავშირის-შენგენის ტერიტორიაზე მოკლევადიანი ვიზიტით, ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ.

ქუთაისიდან, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, 2017 წლის 28 მარტს, 05:45 წუთზე, ბუდაპეშტის მიმართულებით, მეორე რეისი კი 6:00 სთ-ზე, სალონიკის მიმართულებით შესრულდა. მგონი ერთადერთი ღამე იყო აეროპორტში, როცა არსად მივფრინავდი და როგორც ჟურნალისტი, უვიზოდ გასაფრენად მომზადებული ადამიანებისაგან ინტერვიუს ვიღებდი, რას ნიშნავდა აღნიშნული გადაწყვეტილება მათთვის. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვფიქრობდი რომ კარგად ვერ ვაანალიზებდით რა მოხდა, რადგან თითქოს ისე მივიღეთ ეს “საჩუქარი”, გვეგონა რომ დიდი ხანია ვიმსახურებთ და ქუთაისის აეროპორტსაც საუკუნის გამოცდილება აქვს უვიზო მგზავრებს მოემსახუროს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები გვილოცავდნენ, ჩვენ ვუღიმოდით, მადლობას არ ვამადლიდით, მერე ქართველები ერთმანეთს ვეუბნებოდით: მგონი ჩვენზე მეტად უხარიათ!!! ეს გადაწყვეტილება რომ ჩვენი ქვეყნისთვის დიდი სიკეთე იყო მალევე მივხვდით, საზღვარი ასი ათასობით ადამიანმა გადაკვეთა, ერთი მარტივი პირობით, მოქალაქეებს ევროკავშირში ვიზის გარეშე მოხვედრა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით შეუძლიათ, რაც გულისხმობს უვიზო 90 დღეს.

წავედით სამოგზაუროდ, წავედით ემიგრანტებად, წავედით ახლობლების სანახავად, მივდივართ დღესაც და მივდივართ როცა გვინდა, მივდივართ იაფად და ზოგჯერ იმდენად იაფად, რომ სამშობლოს მიტოვების შიშს წასვლიდან თვეების მერე ვგრძნობთ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ზუსტი მონაცემები ალბათ დღესაც არ არსებობს, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ დაარღვია უვიზო რეჟიმი და კანონის მიღმა დარჩენილი, ევროკავშირის ტერიტორიაზეც დარჩა.

ნუ ჩავუღრმავდებით ფაქტებს, რომლის მიხედვითაც, ზოგ შემთხვევაში და საბედნიეროდ არა უმრავლეს, ევროპამ ვერა, მაგრამ ჩვენმა ზოგიერთმა მოქალაქემ “სარგებელი” ნამდვილად ნახა, თუმცა ეს სარგებელი მალევე “არაფერი” ხდება და ქვეყნის იმიჯი ნამდვილად, ყველანაირად ილახება, ეს ისედაც ვიცით და “საერთაშორისო ენის” “აი ია-ა”. უფრო მეტი პოზიტივია საჭირო ორი წლის მერეც, რადგან, რამდენად დავიმსახურეთ არ ვიციც, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი ქვეყნის თავზე სასაჩუქრედ შეფუთული ბანტი გაიხსნა და “ამოვისუნთქეთ”, რადგან ჩვენ “განწირულები” ვართ თავისუფლებისთვის


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება