შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა"- სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37297 
 30 მარტი 2019

ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამასწყნარად ვუყურო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მას კითხვით მიმართეს- აპირებეს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.

მისივე თქმით, იგი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება.

„ამ სცენარისთვისაც მზად ვარ! თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხართეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო. ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის იმ ყველაფრის პირმშო, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ამ სახელმწიფოს ახლა კლავენ, ანადგურებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე სააკაშვილმა ასევე საპატიმროში მყოფ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე და ბაჩო ახალაიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღარავის ახსოვს, რის გამო არიან ისინი საპატიმროებში.

„ვინმეს ახსოვს საერთოდ, რის გამო ზის მერაბიშვილი?! მგონი, მერაბიშვილს აღარ ახსოვს თვითონ. რამდენი წელი?! ახლა ვადას უგრძელებენ ახალაიას, გეგონება არ ყოფნის საერთოდ. ვინმემ თუ იცის რაზე ზის?!", – იკითხა სააკაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია