შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გამსახურდიას ვერ აპატიეს, რომ მას ჰქონდა ბევრად უფრო დიდი იდეა, ვიდრე ხელისუფლება" -სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37306 
 31 მარტი 2019
ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით  საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიებას სანდრა რულოვსი მასპინძლობდა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართა მიხეილ სააკაშვილმაც. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას ვერ აპატიეს ის, რომ მას ჰქონდა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა. მან ასევე გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ხიბულაში ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გამოძიებაზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მიუღებელია ასეთ განცხადებები იმ ადამიანებისგან, რომლებიც მტრების სასარგებლოდ მოქმედებენ.
„ზვიად გამსახურდია იყო და არის ჩვენი ეროვნული გმირი. არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ოფიციალურად საქართველოს სახელმწიფომ მიანიჭა მას ეროვნული გმირის წოდება. ამას აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები. საქართველო იყო ერთ-ერთი ძალიან იშვიათი გამონაკლისი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიპოვა საკუთარი ბრძოლით და იყო თავისუფლებისთვის ბრძოლის ლიდერი მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ  ევროპაში და ამ ბრძოლის მთავრი სიმბოლოები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ის, რაც ვერ აპატიეს გამსახურდიას, იყო მხოლოდ ის კი არა რომ მან მიაღწია  რაღაცას საქართველოში, ვერ აპატიეს, რომ მას ჰქონდა ბევრად უფრო დიდი იდეა ვიდრე ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ არ იყო მისი იდეა. გამსახურდიას იდეა საქართველოს თავისუფლებასთან ერთად, იყო ერთიანი კავკასიური სახლი, ერთიანი ფრონტის შექმნა.
"იმდენად არ გამოცვლილა  ის მეთოდები რითაც ისინი იბრძვიან, იმდენად არ გამოცვლილა ეს ხალხი, უბრალოდ ცოტა უფრო გაჭაღარავდა ჩვენსავით, ცოტა უფრო ასაკში შევიდა მაგრამ მეთოდები იგივეა და მათი კომკავშირელი შვილები იგივე მეთოდებით იღებენ მათგან და ისევე აგრძელებენ,"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება