შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

 01 აპრილი 2019

ჩეხეთის რესპუბლიკამ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათი ცნობით აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. 

ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან, რომელთაც აღნიშნული კლასიფიკაცია გააჩნია და საქართველოსთან მიმართებაში შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. 

გთავაზობთ სხვა ქვეყნების სიას: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია. 

ჩეხეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველო მოქალაქეების თავშესაფრის განცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ვადას საგრძნობლად შეამცირებს. ჩეხეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილება უკვე ძალაშია შესული”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია