შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში დაკარგული ქალის გვამი მყვინთავებმა მდინარეში ნახეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22012 
 31 მარტი 2019
ელენა აკოფიანის გვამი მყვინთავებმა გუშინ, 30 მარტს იპოვნეს. „ბოლოს გვითხრეს ახლობლებმა, შეიძლება გვამი მდინარეში იყოსო. მყვინთავები თბილისიდან ჩავრთეთ და გუშინ, შუადღისკენ ვიპოვნეთ მდინარეში“, – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის საგენტოში.აკოფიანი სახლიდან 22 მარტს, 05:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაკარგულს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონდა.საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება