შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სანდრამ უნდა გაიმარჯვოს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ივანაშვილის და მისი ბანდიტების მოსაშორებლად!“- კიზირია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37309 
 31 მარტი 2019

ამერიკაში მლოღვაწე პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში წერს:

„ქოსა-ტყულა ბორიას წერილი დაუწერია პირველყოვლისა მეგრელების საყურადღებოდ, რომ თურმე ძალიან უყვარდა ზვიად გამსახურდია. მე იმას რა ვუთხარი, რომელიც ამ აფერისტს დაუჯერებს. ამ არარაობას ფულის მეტი არაფერი უყვარს ქვეყანაზე, ვფიქრობ, არც ცოლ-შვილი. ფულია მისი ხატი და კერპი.

მეგრელებო, თქვენ განსაკუთრებით უნდა ფხიზლად იყოთ და ამ გარეწარის ოინებს არ წამოეგოთ. არ გეყოთ 7 წელი ტყუილების ყლაპვა?! არცერთი ხმა ამ ქვეწარმავალის კანიდატს! დღეს თქვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენს ხელში და თქვენს ხმებში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

სანდრამ უნდა გაიმარჯვოს და ეს ჩვენი გამარჯვება იქნება! კრინტი არავინ დაძრას, აქაო და ქართველი არ არისო! აბა ლავროვის აგენტი სალომე ზურაბაშვილია ქართველი?! თუნდაც შეადარეთ სანდრას ქართული და ამ უსინდისო დედაკაცის ქართული! ბორია-გაიძვერაზე არაფერს ვამბობ. ეგ საერთოდ ვერცერთ ენაზე ვერ ლაპარაკობს!

სანდრამ უნდა გაიმარჯვოს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ივანაშვილის და მისი ბანდიტების მოსაშორებლად!“

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა