შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად გაიხსნა ხიბულაში“ - კონსტანტინე გამსახურდია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37328 
 01 აპრილი 2019

პირველი პრეზიდენტის შვილი,  კონსტანტინე გამსახურდია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას და სოფელ ხუბულაში ვიზიტს პიარს უწოდებს. 

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით,  ზვიად გამსახურდიას შესახებ გაკეთებული ივანიშვილის განცხადებები, საარჩევნო კამპანიის ნაწილია და რომ არა ოჯახის ხისტი პოზიცია და შიმშილობა, ზვიად გამსახურდიას საქმე დაიხურებოდა და გამოძიება შეჩერდებოდა. 

„როდესაც ჩვენ დავასრულეთ შიმშილობა, რომელსაც ორ კვირამდეც თითქმის ბევრი არაფერი არ დააკლდა, გარდა იმისა, რომ საქმე გაგრძელდა 5 წლით და ამ შიმშილობის გარეშე ის ჩვეულებრივად დაიხურებოდა და კანონიერი სივრციდან გავიდოდა, შედგა მოლაპარაკება საქართველოს მთავარ პროკურორთან და დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები. არის ახლა პიარული მომენტი რა თქმა უნდა, ახლაც საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად გაიხსნა ხიბულაში, შეიძლება ითქვას, რომ მათმა ავტორმა მოგვხიბლა. არ მინდა რაღაც მოვლენებს გავუსწრო, მე მინდა მჯეროდეს ჩემი თვალების, მინდა მჯეროდეს ფაქტების“,  – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია